ალექსანდრიის შუქურა


ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე,აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი
სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს.იგი დღემდე
მსოფლიოს ყველაზე მაღალ შუქურად ითვლება.
        ალექსანდრიის შუქურა,რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა,შთამბეჭდავი სანახავი იყო.მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა.
თეთრიქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი,მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიცდღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა.

No comments:

Post a Comment