ისტორია



ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. მე-2 საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ჰელენისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ.

მსოფლიოს შვიდი საოცრება-ასე უწოდებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის
მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას,თუმცა ამ შვიდი საოცრების ჩამოთვლა დღეს ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.რიცხვ’’შვიდს ‘’უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რატო აირჩიეს ეს შვიდი ნაგებობა?შვიდი საოცრება პირველად ძვ.წ.მე-5 საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში,რომელიც პირამიდებსა და ბაბილონის დაკიდულ ბაღებს შეიცავდა.აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.იმ დროისთვის ალექსანდრიაში ფაროსის შუქურა ჯერ კიდევ არ არსებობდა,ამიტომ  მის ნაცვლად ბაბილონის გალავანი იყო შესული.
შუა საუკუნეებისთვის მსოფლიო საოცრებათა ეს სია საყოველთაოდ იყო აღიარებული,მაგრამ ამ შვიდი ბრწყინვალე ნაგებობიდან დღეს მხოლოდ დიდი პირამიდა არსებობს.სხვა ნაგებობები განადგურდა და მათგან მხოლოდ ნანგრევები და თვითმხილველთა ჩანაწერები შემოგვრჩა.
წყარო

No comments:

Post a Comment