როდოსის კოლოსი


როდოსისკოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა.ისტორიკოსების აზრით,ქარესმა მზის ღმერთის სახე ალექსანდრე მაკედონელის სახის მსგავსად შექმნა,რითაც ალექსანდრე ძლიერ,ღმერთების დარ გმირად წარმოაჩინა, მისი
სიმაღლე 37 მეტრი იყო.მე-14 საუკუნის იტალიელი მოგზაური დე მარტონი თვლიდა,რომ კოლოსის ხელში ანთებული ჩირაღდანი გემებს გზას უჩვენებდა.
ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.
        ძვ.წ.304 წელს ქალაქი როდოსი ალყას გადაურჩა.ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა,ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა,რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაემუქრა.ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარველი მზის ღმერთის-ჰელიოსისთვის უზარმაზარი ქანდაკების აგება გადაწყვიტა.ქანდაკების მშენებლობა დააფინანსეს იმ ფულით,რომელიც დემეტრიუს პოლიორკეტესის მიერ დედაქალაქის ხანგრძლივი  ალყის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სამხედრო შეიარაღების გაყიდვის შედეგად მიიღეს.ჰელინოსის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. მისი ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.
როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს ხომ როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.
წყარო

No comments:

Post a Comment