ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.ბერძნებმაარ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიისსაოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდშიგნით მდგარი ქანდაკება.შვიდი საოცრებიდანერთ-ერთი.ფიდიასის ნამუშევარი,დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.
ზევსისქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე –28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. წელს ზევითშიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილისპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მასნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგიმაღალ კვერთხს ეყრდნობოდა,რომლის წვერზეც ღმერთის ძალაუფლებისგამომხატველი ოქროს ბრწყინვალე არწივი იჯდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო,რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულაის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიცთითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილიხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარაქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.შემორჩა აღწერა ზევსისსავარძლისა, რომელიც სპილოსძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროსქანდაკებებით იყო დამშვენებული.
გადმოცემისთანახმად ქანდაკების ნაწილები ახ.წ.394 წელს ბიზანტიის დედაქალაქკონსტანტინოპოლში (დღევანდელი სტამბოლი)გადაიტანეს. ბიზანტიელიიმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათპატივი. მაგრამ, ქრისტიანი მქადაგებლების სასიხარულოდ, ჩვენიწელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა დამასთან ერთად ხის ქანდაკებაც განადგურდა: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩამხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა, გამდნარი ოქროს ბზინები დაბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყოწარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”,ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება....
No comments:
Post a Comment