ეფესოს ტაძარი

ეფესოს ტაძარი-მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია.იგი ააგეს ბერძენი ქალღმერთის არტემიდას საპატივსაცემოდ ქალაქ ეფესოში ძვ. წ. 550 წელს, სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში.იგი ამჟამად თურქეთის ტერიტორიას ეკუთვნის.
     ტაძარი ხელშეუხებლობის გამო ასრუებდა ბანკის ფუნქციას და ასევე წარმოადგენდა ადამიანთა თავშესაფარს.  თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატოსმა,მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა.ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბისმოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია,ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.
1869 წელს ექვს წლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი.



No comments:

Post a Comment